18 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
"ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება" - კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქალაქის გზების რეაბილიტაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ქვეითების ინტერესების გათვალისწინებით ხდება. ამის მაგალითად კალაძემ ჭავჭავაძის გამზირი მოიყვანა და განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა ხშირად იღებს კომპლიმენტებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მთლიანად გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. ასევე შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვისსკუტერებისთვის, ასე რომ ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა," - განაცხადა კახა კალაძემ.

"აღნიშნული პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ და ცდილობენ, საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში, რომ ჩვენ, თითქოს ვკრძალავთ კერძო ავტომობილებით გადაადგილებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული.

პარალელურად, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, ყველგან ხდება ამ პოლიტიკის გათვალისწინება და საგზაო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ ავტობუსებით, მიკროავტობუსებით გადაადგილება იყოს ყველაზე სწრაფი დედაქალაქში. ასევე, მეტროს მიმართულებით დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები - ვაგონების რეაბილიტაცია დავიწყეთ, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მთლიანობაში გვინდა რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ ძალიან სწრაფად იყოს გამართული, დასრულებული," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები