18 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
ენმ-ში აცხადებენ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს მათი პარტიის დატოვებას აიძულებენ

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს  წევრს მათი პარტიიდან, ენმ-ს დატოვებას აიძულებენ. ხატია დეკანოიძის თქმით, საკრებულოს წევრს ვაჟა თავდგირიძეს საკრებულოს თავმჯდომარე აშანტაჟებს. როგორც ენმ-ში ამბობენ ვაჟა თავდგირიძეს ავადმყოფობის გამო ბევრი გაცდენები აქვს, ოპონენტები კი მას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების სანაცვლოდ სამსახურის შენარჩუნებას ჰპირდებიან:

"შეეშვით სუსის დაკვეთის შესრულებას, შეეშვით ადამიანებს, რომლებიც არიან გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართულები და ნუ ახდენთ პარაზიტირებას სახელმწიფოს და საზოგადოების ხარჯზე, არ გაბედოთ სიტყვა წამოგცდეთ ამ ადამიანის წინააღმდეგ იმიტომ რომ ეს დამთავრდება ძალიან ცუდად.თუ საკრებულოს თავმჯდომარე გააგრძელებს ზეწოლას ჩვენს წევრებზე მაშინ ჩვენ მივმართავთ სხვა ხერხებს და გარდა ამისა მივმართავთ ყველა საერთაშორისო მისიას,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე

დღის ამბები