18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება იყოს სიაში - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვლის, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი წინამორბედის - მამუკა ბახტაძის ყოფნა ლოგიკურია.

"მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება იყოს სიაში," - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში?

მედიის კითხვებს მთავრობის მეთაურმა რაჭაში უპასუხა,  სადაც სტიქიით გამოწვეული პრობლემების ადგილზე გასაცნობად იყო ჩასული.

დღის ამბები