პოლიტიკურმა მოძრაობა "გირჩმა" საპარლამენტო საარჩევნო სიის პირველი ათეული პრაიმერიზის მეშვეობით შეადგინა.
ათეული ასე გამოიყურება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, სანდრო თარხან მოურავი, ამირან ტორონჯაძე, გიორგი ლომინაძე.
ხმის მიცემა "გირჩის" ვებგვერდზე რეგისტრირებულ ადამიანებს შეეძლოთ და მათი ხმის მოცულობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა კონტრიბუცია ჰქონდა პარტიისთვის გაწეული.