აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამერიკელი კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა, რომლის ადრესატი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოა. დეგნანის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებაში შტოებს შორის მკაფიო დაყოფაა, წერილის ავტორები კი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არიან და შესაბამისად, ელჩს წერილზე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
"ნებისმიერი გზავნილი თუ სხვა სახის განცხადება რომელიც კონგრესის წევრებიდან მოდის, აღქმული უნდა იყოს სერიოზულად, რადგან ესაა ხალხი რომლებიც წლებია აკვირდებიან საქართველოს და მის განვითარებას, ზრუნავენ მის წარმატებაზე," - აცხადებს კელი დეგნანი.