"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება გიორგი რურუასთან დაკავშირებით სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ეს "ქართულ ოცნებას" მძიმე შედეგებს მოუტანს.
მანვე აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები გიორგი რურუას პოლიტპატიმრად აღიქვამენ.
"საქართველოს მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები გიორგი რურუას აღიქვამენ როგორც პოლიტპატიმრად და ყველაზე მნიშვნელოვანი, მიიჩნევენ, რომ ეს არის არა მხოლოდ 8 მარტის შეთანხმების დარღვევა, არამედ გააუარესებს საქართველოსი წინასაარჩევნო მდგომარეობას. თუ არ შესრულდება ის მოთხოვნები, რომელიც აქვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ეს იქნება კიდევ უფრო მძიმე შედეგი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.