18 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 200 მლნ ევრომდე დახარჯავს

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით 170 მლნ ევროს ოდენობით სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა

"მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს ხანგრძლივი და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მეტი ფასი აქვს ამ თანადგომას და მინდა გითხრათ, რომ აი ამ რთულ პერიოდში, რთულს ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის, მათ მონახეს რესურსი და საშუალება, რომ ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი დახმარება გაეწიათ," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

თანხა მიმართული იქნება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ურბანული განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვის ღონისძიებები.

"ეს არის გერმანიასა და საქართველოს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი. ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, შეღავათიანი სესხის სახით, 100 მლნ ევრო გამოიყოფა ურბანული მობილობის პროექტისთვის ქვეყნის დიდ ქალაქებში, 40 მლნ ევრო მიიმართება ენერგოეფექტურობისთვის, ხოლო 30 მლნ ევრო გათვალისწინებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის,"- განმარტა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ​ჰუბერტ ქნირშიმა.

დღის ამბები