ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. საველე სამუშაოების პროცესს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირადად გაეცნო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტექნოლოგიების წყალობით, რომელშიც ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ, იუსტიციის სამინისტროს სისტემის მეშვეობით, პრაქტიკულად მიწები რამდენიმე სანტიმეტრიანი ცდომილებით იზომება. ამასთან, მოქალაქეებისა და მესაკუთრეების ჩართულობით ხდება იდენტიფიკაცია იმაზე, თუ ვის რა ეკუთვნის," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი 2 ადმინისტრაციულ ერთეულში - ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხორციელდება.