"ევროპული საქართველოს" ლიდერი ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა.
დავით ბაქრაძე ადგილობრივებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა. ზუგდიდში მცხოვრები მოსახლეობა აქცენტს უმუშევრობაზე და სოციალურ პრობლემებზე აკეთებს.
"ან ქვეყანა შეიცვლება, წავა წინ და მოსახლეობა უკეთ იცხოვრებს, ან ყველა ის პრობლემა, რაც დაგროვდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, გაგრძელდება, გაღრმავდება და მივიღებთ კიდევ ბევრად უარეს სურათს.
ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ოქტომბრის არჩევნები, ეს არ არის პოლიტიკოსების არჩევნები. ეს ყველა ოჯახის არჩევნებია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.