"ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოძრაობიდან "ხალხისთვის" ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს და ქვეყანაში საჭიროა დემოკრატიის მაღალი ხარისხი, სადაც ხალხის აზრს მიენიჭება დიდი აზრი.
"პირველი, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანაა ამ ორპოლუსიანობის დანგრევა. "ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ქვეყნის სტაგნაცია მუდმივად დააბრალოს "ნაციონალურ მოძრაობას".
მეორე, რამდენადაც ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული, მნიშვნელობა მიენიჭება ხალხის დაკვეთას. თუ ეს ქვეყანა დარჩება დემოკრატიად იქნება ტელევიზიები, იქნება ახალი სახეები პოლიტიკაში და იქნება იმის შესაძლებლობა, ადამიანებმა ბიულეტენში რაღაც გვარი შემოხაზონ, მაშინ ეს ხალხის დაკვეთა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში.
თუნდაც ახლა, ეს სიმბოლური ფაქტი, ეროვნული მნიშვნელობის ეთერია და მე ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვარ აქ და ვსაუბრობ იმაზე, რომ დავასრულო ეს დღის წესრიგი,"- განაცხადა ანა დოლიძემ.