პოლიტიკური მოძრაობა "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი მაჟორიტარ კანდიდატებს სულ მცირე 10 ოლქში მაინც დააყენებს, მათ შორის თბილისშიც. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ის თავად იქნება თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი, მხოლოდ და მხოლოდ საბურთალოს რაიონში.
"სადაც ძლიერად ვიქნებით, სადაც ყოჩაღად ვიქნებით, ალბათ სულ მცირე 10 ოლქში მაინც დავაყენებთ მაჟორიტარებს, მათ შორის თბილისში. თბილისში ბევრი არ იქნება, ნომინალურად ხალხის დაყენება არ გვინდა, ვინც დადგება ის იბრძოლებს და უნდა იბრძოლოს.
თბილისში ზოგადად ძალიან ყოჩაღად ვართ, ცენტრალურ უბნებში განსაკუთრებით. შემიძლია გადავავლო თვალი იმ მონაცემებს, რომელიც იყო 2017 წლის არჩევნებზე, სად იყო ყველაზე ძლიერი პოზიციები და ამის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. დიდუბე, საბურთალო, მთაწმინდა, ვაკეში ასევე კარგი მონაცემები იყო და სხვა უბნებშიც.
ყოველდღიურ რეჟიმში ვფიქრობთ, ვთათბირობთ და ვწონით თითოეულ ნაბიჯს იმიტომ, რომ ჩვენ დიდი და მდიდარი პარტიებისგან განსხვავებით სულ მცირე შეცდომის ფუფუნებაც კი არ გვაქვს.
თუ ვიქნები მე თბილისში, ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მშობლიურ საბურთალოზე და ვიქნები ასევე იმიტომ, რომ მე რაც არ მომწონდა მაჟორიტარებში, ბოშებივით დაწოწიალობენ ხოლმე მაჟორიტარები, ხან აქ არიან, ხან იქ არიან და გეგონება ან ერთი რაიონი ააყვავეს, ან მეორე," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.