18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
პრორუსებთანაც კი დავჯექი, სიმართლე გითხრათ ძალიან ვაგუებდი და ფსიქოლოგიური ტრენინგი ჩავუტარე ჩემს თავს - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკური მოძრაობა "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, როცა სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა საკითხი, პრორუსულ ძალებთანაც კი იჯდა "ლეიბორისტული პარტიის" მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მსხდომთა 99% 20 ივნისის ღამის მოვლენებს გამთბარი ოთახებიდან აკვირდებოდა.

ამის შესახებ "მოქალაქეების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"პრორუსებთანაც კი დავჯექი. სიმართლე გითხრათ ძალიან ვაგუებდი ჩემს თავს, ფსიქოლოგიური ტრენინგი ჩავუტარე ჩემს თავს, რომ "ლეიბორისტებთან" მისვლის დროს იქ ვიცოდი, რომ პრორუსებიც კი დამხვდებოდნენ, ყველაზე მიუღებელი ხალხი ქართულ პოლიტიკაში, ბურჯანაძის პარტია და სხვები. იმათთანაც კი დავჯექი, როდესაც იყო სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ამბავი და ამისთვის ხომ აქეთა მხრიდან გავილანძღეთ "ქართული ოცნებიდან".

"ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისის მერე რომ თქვა პროპორციულ არჩევნებს ვნიშნავთო, გახსოვთ ალბათ ის კადრები, მე და ლევან იოსელიანი წავედით "შერატონ მეტეხი პალასში", კალაძეს, ღარიბაშვილს და ასევე კიდევ უფრო მიუღებელ ხალხს ვუთხარი, რომ მადლობა სახელმწიფოებრივი პოზიციისთვისთქო და უკან დახევისთვის იმიტომ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მაშინ თვალები დამთხარეს "ნაციონალებმა".

მე ვხელმძღვანელობ და პარტიაშიც ასე ვართ, საკუთარი სინდისი და ქართული სახელმწიფოს ინტერესები - ეს არის ორი რამ, რითიც ვხელმძღვანელობ.

როდესაც იყო პროპორციულის საკითხი, აქეთ მივედით, მადლობა ვუთხარით და იქით იმ დავიდარაბაში არა თუ ვმონაწილეობდით და მერე იმ მაგიდის გარშემო შემოკრებილი ხალხის 99%-გან განსხვავებით ცემა-ტყეპაში და ჩხუბში ვმონაწილეობდით და სპეცრაზმს ვედექით ყინვაში, ვიწუწებოდით და ვიბრძოდით კიდეც, კონდიციონერით გამთბარი ოფისებიდან კი არ ვუყურებდით იმ დავიდარაბას.

ძალიან ბევრი უყურებდა 20 ივნისის ღამეს იმ გამთბარი ოფისებიდან. იმ "ლეიბორისტული პარტიის" მაგიდას შეხედეთ და რამდენი ჩხუბობდა იქიდან, ამოვიღოთ ის კადრები და დავთვალოთ თუ გინდათ. რომელი ჩხუბობდა? არავინ მახსენდება, თითზე ჩამოსათვლელი ხალხი. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს ინტერესი იქნება, ყველასთან ვითანამშრომლებთ. სახელმწიფოს ინტერესი არ იქნება და მათი ჯიბის ინტერესი იქნება - დავუპირისპირდებით, ასეთი პრინციპები გვაქვს ჩვენ. ჩვენს პოლიტიკაში რაც ხდება არის ის, რომ ყველა ზომავს თავისი ჯიბიდან, რა ხეირს იპოვიან," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები