დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პენსიონერებს იმ სტრატეგიაზე ესაუბრა, რასაც არჩევნებში გამარჯვების შემდგომ გეგმავს. მისი თქმით, დღეს ბანკების საპროცენტო მოგებას 3-ჯერ მეტი მარჟა აქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.
მანვე წარმოადგინა პეტიცია, სადაც პენსიონერებისთვის საბანკო სესხების ჩამოწერას და ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საპროცენტო განაკვეთის განახევრებას ითხოვს.
"1 იანვრიდან განახევრდება ყველა პროცენტის განაკვეთი. არ შეიძლება ბანკი იგებდეს წელიწადში მილიარდს იმ ეკონომიკაში, სადაც არც სამუშაო ადგილი იქმნება, არც ახალი ბიზნესი არ არის და არც არაფერი. არ შეიძლება, რომ ყველაზე გაჭირვებული ადამიანები ყველაზე მეტ პროცენტს იხდიდნენ. დღეიდან ვიწყებთ ონლაინ პეტიციას, რომელზეც ყველა მოაწერს ხელს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.