17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
რატომ არ დაასახელა "ევროპულმა საქართველომ" დავით ბაქრაძე მაჟორიტარობის კანდიდატად - გიგა ბოკერიას განმარტება

რატომ არ დაასახელა "ევროპულმა საქართველომ" დავით ბაქრაძე მაჟორიტარობის კანდიდატად - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია "ღამის კურიერში" განმარტებას აკეთებს.

როგორც ბოკერია აცხადებს, დავით ბაქრაძე შეეცდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოოს საარჩევნო კამპანია.

"ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება მისი ჩათვლით, იმიტომ რომ შრომის განაწილება ასეთია ვიღაცამ მთელ საქართველოშიც უნდა აწარმოოს კამპანია. რა თქმა უნდა, სხვა ლიდერებიც დროს დაუთმობენ საერთო ეროვნულ კამპანიას, მაგრამ ასეთი გამორჩეული ფიგურა მთელ საქართველოში აპირებს, რომ კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს - გიგი უგულავასი, ირმა ნადირაშვილის, ელენე ხოშტარიასი ყველასი საერთოდ. ასე გადაწყდა შრომის განაწილება. სიზარმაცით არ აიხსნება ნამდვილად, მას მოუწევს კიდევ უფრო მეტი მოძრაობა, ვიდრე იმ კანდიდატებს, ვინც გარკვეულ ოლქებში არიან წარდგენილი," - აღნიშნა ბოკერიამ. 

რაც შეეხება წამყვანის კითხვას, ხომ არ დაასახელებენ ბაქრაძეს პრემიერ-მინისტრად, "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით ღონისძიება ცალკე ექნებათ. 

დღის ამბები