17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
დევნილი ოჯახების მხარდაჭერა, უმუშევრობის დაზღვევა - "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" საარჩევნო პროგრამა წარადგინა

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პოლიტიკური პარტიის მთავარ პრიორიტეტს დევნილი ოჯახების მხარდაჭერა, უმუშევრობის დაზღვევა და სოციალური გარანტიების შემოღება წარმოადგენს. პროგრამა ასევე გულისხმობს დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის გადასახადის შემცირებას.

პარტიის ლიდერების თქმით, პროგრამა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩო დოკუმენტზეა ორიენტირებული და სოციალურ- ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

"პროგრამა, რეალურად, მოგვცემს საშუალებას, რომ ხელშესახები ცვლილებები შევიტანოთ ჩვენი საზოგადოების ოჯახებში, როგორც სოციალური განვითარების, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ამასთან, მთავრია გაძლიერდეს სახალხო დიპლომატია დიდი შერიგების გზაზე, აფხაზ და ოს ოჯახებთან და დაჩქარდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია,"- აცხადებს პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივანი მარიამ ჯაში.

პარტიის ლიდერის თქმით, პროგრამა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩო დოკუმენტზეა ორიენტირებული და სოციალურ- ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

"ჯანდაცვაში დიდი ცვლილებები იქნება, რადგანაც ჩვენი პროგრამით გაჩნდება  სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოები და განათლებაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ის, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩება განათლების გარეშე. ეს არის ერთადერთი სწორი ეკონომიკური პროგრამა, რომელმაც შეიძლება საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს,"- აღნიშნავს პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები