"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს არ ასრულებს.
"მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება არჩევნები და მასთან დაკავშირებული ის რეკომენდაციები, რომელიც არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ. კვლავ არის დარჩენილი მოსყიდვის, მუქარის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მექანიზმი. არ გვაქვს გასაჩივრების, ხმების გადათვლის შესაძლებლობა. ფაქტობრივად, ეს კრიმინალები და კოორდინატორები კვლავ ისხდებიან საარჩევნო უბნის შემოსასვლელთან და დაიწყებენ აგიტაციას და დაშინებას," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.