17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა

მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. 

ახვლედიანმა ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში.

თეა ახვლედიანი ესტონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2014 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით მუშაობდა. 2019 წლის 13 ივნისს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ დაინიშნა.

დღის ამბები