მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა "ევროპულ საქართველოშიც" დაიწუნეს. გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველო გააღარიბა.
"ქართულმა ოცნებამ" თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე, გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა და ტყული, რომელიც ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო თუ გინდათ, პირდაპირ ვთქვათ, ასე ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, ასე უნდა გავაგრძელოთ, მანამ სანამ არ გადავირჩევთ. გამოართვით ყველას ყველაფერი, იმიტომ რომ გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს, არჩევნებზე კი მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება,"-აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ამასთან მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ზამთარში, 4 თვის განმავლობაში, მთავრობა საზოგადოებას კომუნალური გადასახადებს აუნაზღაურებს.