18 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ელენე ხოშტარია დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ელენე ხოშტარია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე არსებული პრობლემები, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები და საზღვრის პერმანენტული გადმოწევის ფაქტები განიხილეს. ხოშტარიამ დევნილებს საკუთარი ხედვა გააცნო.

"დევნილების უფლებები ჩემთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ის სოციალური გამოწვევები, რაც ამ ადამიანებს გააჩნიათ. ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, იმ პოლიტიკაზე, რასაც აწარმოებს სახელმწიფო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რამდენად ბევრი არის გასაკეთებელი საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობაში," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები