ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბიულიუსმა და ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე განცხადებები გაავრცელეს.
კუბლიუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს პროვოკაციებს არალეგალურად განლაგებული საოკუპაციო ძალებითა და მცოცავი ოკუპაციით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ვიოლა ფონ კრამონი კი აცხადებს რომ ომი 2008 წელს არც დაწყებულა და არც დასრულებულა. ევროპარლამენტარის თქმით, 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული აგრესია, რაც გაგრძელდა მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით.