"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანამ ისიც ვერ მოახერხა, მავთულხლართების გავლების პროცესი შეეჩერებინა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ჩვენი ხელისუფალი სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნების მომხრეა და "ელოდება ჭორვილაში როდის გაუვლებენ მავთულხლართებს".
"ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი დევნილების დაბრუნება? ჩვენ ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ მავთულხლართები აქეთ არ გადმოდიოდეს და ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფალი, რომელიც ამბობს, რომ სტრატეგიული მოთმინება შევინარჩუნოთო, ოღონდ ეტყობა ელოდება ჭორვილაში როდის გაუვლებენ მავთულხლართებს, ღმერთმა დაიფაროს.
ამ პროცესს ჰქვია მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მიერ. " – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
აქვე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის პროდასავლური პოლიტიკოსია, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია და უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ასევე მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო.
"რატომ არ ვარ დღეს პროდასავლელი პოლიტიკოსი? ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული, ევროპული სტილის სახელმწიფო იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ბუნებრივია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო.
ქვეყანამ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა პოლიტიკური და დიპლომატიური ტრიუკი, მოლაპარაკების დროს.
სამწუხაროდ, რუსეთს უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი. რომ უქმნიდეს უხერხულობას, ჩვენთვის ეს უკეთესი იქნებოდა. არ თანხმდებიან, რომ ოკუპანტები არიან, არც იხილავენ ამ საკითხს, აქ ემოციებზე კი არ უნდა ვითამაშოთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"ღამის კურიერის" ეთერში ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრეა იმ მიზნით, რომ 2008 წელს მომხდარი ტრაგედიის განმეორება გამოირიცხოს და შევძლოთ საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა.
"ამას ჩვენ ძალით, მჯიღის ცემით გულზე, გინებით და ა.შ. და სამწუხაროდ, ვერც მარტო საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან კარგი განცხადებებით, მარტო ამით ვერ შევძლებთ," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.