17 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
პრინციპული პოლიტიკით ხელისუფლება აუცილებლად შეძლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარეს არის - არჩილ თალაკვაძე

გმირი ჯარისკაცების ღვაწლი, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაიხსენა. მისი განცხადებით, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენს.

"მშვიდობიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს - ალტერნატივა არ აქვს. თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარეს არის. საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

აგვისტოს მოვლენებიდან ზუსტად 12 წელი გავიდა. 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 224 სამოქალაქო პირი. 2 ათასი დაჭრილი, 130 ათასი იძულებით გადაადგილებული, რომელთაგან 30 ათასი დღემდე დევნილია და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ომი, რომელიც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება. მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა, დაჭრა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. ეს არის რუსული ჩექმის კვალი.

 

დღის ამბები