ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ დაწერა.
"უკვე 12 წელი გავიდა, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე.
ათასობით ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მიწიდან. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები,"- აღნიშნულია განცხადებაში.