"ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი" - ასე წარადგინა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ პარტიის ახალი წევრი თამაზ გაიაშვილი.
თამაზ გაიაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლა მისთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო.
"დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, რასაკვირველია, იყო ძალიან მძიმე. პოლიტიკაში ჩართვა, ვიმეორებ, არის ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის. ჩემი მთავარი მესიჯია არა წადით, მოდით, ჩვენთან გაერთიანდით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო,"- განაცხადა მან.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თამაზ გაიაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ იმის მანიშნებელია, რომ "ლელო" მოქალაქეების ძალისხმევის გაერთიანებას ახერხებს.
"ბატონი თამაზის გადაწყვეტილება ჩვენთვის იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვახერხებთ ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრათ, რომ აუცილებელია გაერთიანება, ჩვენი ძალისხმევის, იდეების გაერთიანება იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.