17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
სასწავლო პროცესის გადადების ვერსიას დღეს არ განვიხილავთ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადების საკითხზე არ მსჯელობს. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მესტიაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ზომები და საჭირო შეზღუდვები სწრაფად და დროულად იქნა მიღებული, ამიტომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ სწავლის თარიღის გადადების შესახებ მსჯელობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. 

"სასწავლო პროცესის გადადების ვერსიას დღეს არ განვიხილავთ, ვინაიდან დღეს ადრეა საუბარი თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება სექტემბერში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ მოქალაქეების დამყოლობა კვლავ გაიზრდება და მათი სოციალური პასუხისმგებლობა ამაღლდება, რის შედეგადაც მოვახერხებთ სვანეთში ლოკალიზებული ვირუსის ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას, შესაბამისად არ გვექნება მომატებული ინფექცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ვიმსჯელოთ სწავლის გადავადებაზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.     

დღის ამბები