პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა.
სუბარის თქმით, მისი ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
"დღეს გავიკეთე, სხვათაშორის, მეც ტესტი და ველოდები პასუხს გულისფანცქალით," - განაცხადა სოზარ სუბარმა.