დადგება, თუ არა "ლელოს" გადაწყვეტილებით ოპოზიციური პარტიების შეთანხმება დარტყმის ქვეშ - "ლელომ" კანდიდატები იმ ოლქებშიც წარადგინა, სადაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა. "ლელო" კონკურენციაში შევიდა ყველა იმ კანდიდატთან ვისზეც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილები შეჯერდნენ, მათ შორის არის ნიკა მელია და ელენე ხოშტარიაც.
დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" აცხადებენ, რომ სასურველი იქნებოდა პარტიებს თბილისში მაჟორიტარებთან დაკავშირებით ბოლომდე ერთიანი პოზიცია შეენარჩუნებინათ, თუმცა "ლელოს" გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე, ან მომავალი კვირის დასაწყისში უნდა გაიმართოს. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა პარტიები ღიად დატოვებულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეჯერდებიან თუ დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.