17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
პოლიტიკურ მოძრაობა "ტრიბუნას" ლია მუხაშავრია შეუერთდა

პოლიტიკურ მოძრაობა "ტრიბუნას" ლია მუხაშავრია შეუერთდა. მუხაშავრია პარტიის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ბათუმის ოფისში ცოტა ხნის წინ წარადგინა. მან მუხაშავრიას გამოცდილებას გაუსვა ხაზი.

ლია მუხაშავრიას განცხადებით, ის ახალ გუნდთან ერთად იბრძოლებს ადამიანის უფლებების დასაცავად და სწორედ ამისთვის აირჩია ეს პოლიტიკური პლატფორმა. 

"ტრიბუნა არის ის ადგილი, რომელიც ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის საშუალებას აძლევს. კანონი უნდა აღსრულდეს. ტრიბუნას აქვს კონკრეტული გეგმები და მიმართულებები. უამრავი ადამიანია დღეს დარღვეული უფლებების მსხვერპლი, მათ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მიეცათ უფლებების აღდგენის საშუალება," – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

დღის ამბები