17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
უშველებელი ღალატი იყო იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა - გია ვოლსკი

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ "ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებაზე მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა არ წყდება. საუბარია ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე. "ქართული ოცნება" ყოფილ ხელისუფლებას, დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, კიდევ ერთხელ აკისრებს პასუხისმგებლობას. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი განცხადებით, სწორედ  ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობის დროს გაკეთებული ხელმოწერის გამო ებრძვის რუსეთი საქართველოს ჰააგის სასამართლოში.

"2008 წლიდან მოყოლებული ჯერ შიშით და 2012 წლის შემდეგ, სავსებით ხაზგასმით არაერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვისაც ოჯახის წევრები დაეხოცათ, მხოლოდ იმის გამო, რომ 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჯერ ეს იყო უშველებელი ღალატი და შემდეგ იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და იმის ხელმოწერა, რომ რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც დღეს რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის," - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

დღის ამბები