"ლელო საქართველოსთვის" წევრებმა ისნის რაიონში მხარდამჭერ ქალთა გუნდი წარადგინეს. როგორც მოძრაობაში ამბობენ, სხვადასხვა სოციალური ფენისა და პროფესიის ქალები ახალი ძალის შესაქმნელად გაერთიანდნენ, რათა საკუთარი შვილები დაიცვან და მათ უზრუნველი მომავალი შეუქმნან.
"ლელოს" პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ქალების პოლიტიკურად გაძლიერება, ეკონომიკური გაძლიერება, რა თქმა უნდა ქალების ძალადობისგან დაცვა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები და რა თქმა უნდა კონფლიქტისპირა, საზღვრისპირა რაიონებში ქალების გაძლიერება," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ლანა გალდავა.