"თავისუფალმა საქართველომ" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად თენგიზ ომანიძე წარადგინა. შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა ამომრჩევლის პრობლემები მოისმინეს და ადგილობრივებს მათ მოგვარებას დაჰპირდნენ.
"თენგიზ ომანიძე არის ადამიანი, რომელმაც შეაჩერა 200-მდე გამოსახლება, რა თქმა უნდა სრულიად უსასყიდლოდ. ის ჩაერთო 200 მოვალის სასამართლო პროცესში," - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს"ლიდერმა კახა კუკავამ.
როგორც თავად თენგიზ ომანიძემ აღნიშნა, "თავისუფალი საქართველო" სწორედ ის პარტიაა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების სწორ განვითარებაზეა ორიენტირებული და მისი პოლიტიკური არჩევანი მთლიანად ეროვნულ პლატფორმას ეფუძნება.