17 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში იმყოფებოდნენ

"ქართული ოცნების“ ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში იმყოფებოდნენ. ისინი მეორე ლიგის ოფიციალურ მატჩს დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს რუსთავისა - დუშეთის "არაგვის" გუნდები დაუპირისპირდნენ.

აკადემიაში 14-წლამდე და 15-წლამდე ორი ასაკობრივი გუნდი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე პრაქტიკულ საფეხბურთო წვრთნებთან ერთად თეორიულ ცოდნას იღებენ.

"მეორე წელია უკვე, რაც დასრულდა ეს პროექტი და აქ არიან 13-14 წლის ბავშვები, აკადემიის ფეხბურთელები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ვარჯიშობენ. საჯარო სკოლაში ერთად დადიან.

UEFA-ს და FIFA-ს მხარდაჭერით განხორციელდა ეს პროექტი. ბავშვები რომლებიც აქ იმყოფებიან, არანაირ გადასახადს არ იხდიან, ეს არის სრულიად ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ”ქართული ოცნებიდან” ლევან კობიაშვილმა. 

დღის ამბები