17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
მსხვილი ფარმაცევტული კომპანია Ferring Pharmaceuticals ინვესტიციებისთვის მზადყოფნას გამოხატავს - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსხვილი ევროპული ფარმაცევტული კომპანია Ferring Pharmaceuticals-ის პრეზიდენტთან პერ ფალკთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მინისტრის თქმით, კომპანია განსაკუთრებით დაინტერესებულია მიკრობიოლოგიითა და ფაგებით. მისივე ინფორმაციით, კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებას და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს.

ნათია თურნავას თქმით, კომპანიაში ინვესტიციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატეს.

"საქართველოს ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას და ტემპებით ბევრ ქვეყანას ვასწრებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტორები“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა თავის სამშობლოში და მსოფლიოში აღნიშნული პროფილის 50 უმსხვილესი კორპორაციათა შორისაა.

"ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა Ferring Pharmaceuticals-მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები