17 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ჩვენი მხრიდან არასოდეს განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე კოალიციის შექმნა - გიგი უგულავა

ოპოზიციის დეკლარაცია შემუშავების პროცესშია. დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერითაც პარტიები წინასწარ იტყვიან უარს არჩევნების შემდეგ, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე, სექტემბერში გამოქვეყნდება.

იქამდე ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კოალიციურ ფორმატში მოქმედ მმართველ გუნდთან, არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ ითანამშრომლოს.

"სექტემბერში, როდესაც წინასაარჩევნოდ პერიოდი მომწიფდება, ამას დეკლარაციის სახეს მივცემთ. "ევროპული საქართველო" ამ პროცესის ავანგარდში იდგა, დგას და იდგება. ცხადია, რომ არასოდეს, არც ერთ მონაკვეთში არ განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე კოალიციის გაკეთება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ.

ოპოზიცია დეკლარაციის კიდევ ერთ ტექსტზე მუშაობს. პოლიტიკურმა ძალებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ, რომ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ აპირებენ.

დღის ამბები