17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
"გლობალური კრიზისის პირობებში "ფიჩის“ მიერ საქართველოს რეიტინგი იქნა შენარჩუნებული უცვლელად" -პრემიერი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. გიორგი გახარია სასიხარულოს უწოდებს ფაქტს, რომ გლობალური კრიზისის პირობებში სააგენტო "ფიჩის“ მიერ საქართველოს რეიტინგი უცვლელად იქნა შენარჩუნებული.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი ხდება.

კრიზისთან ბრძოლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები, ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სწრაფად გამოვიდეთ და ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის და ქართული ეკონომიკისთვის.

ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც, სასიხარულოდ, აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო  სააგენტოების მიერ და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში სააგენტო "ფიჩის“ მიერ საქართველოს რეიტინგი იქნა შენარჩუნებული უცვლელად," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები