17 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
"ათობით ათასი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე" - გიორგი ვაშაძე ისანში ავტონაწილების ბაზრობაზე მომუშავეებს შეხვდა

ისანში ავტონაწილების ბაზრობაზე მომუშავეებს ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი შეხვდა და მცირე ბიზნესის სექტორის პრობლემები მოისმინა.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, ხელისუფლება საზღვრებს პოლიტიკური მიზნების გამო არ ხსნის, რაც მანქანის რეექსპორტს აჩერებს და ბიზნესს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 

"მსოფლიოს ყველა ქვეყანა ხსნის საზღვრებს, ჩვენ ვართ ჩაკეტილები, ამოქოლილები ფაქტობრივად და აი აქ, უმრავ ადამიანს აქვს უმძიმეს მდგომარეობა, იმიტომ, რომ მანქანების ექსპორტი, რომელიც იყო 800 მილიონიანი ბიზნესი საქართველოში, ფაქტობრივად არის სრულად გაჩერებული და ამას უკვე პროფილაქტიკები საკუთარ თავზე გრძნობენ.

ათობით ათასი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე. მაისში წარვუდგინე მე ალგორითმი როგორ უნდა გახსნილიყო საზღვარი, მაისში წარვუდგინე კოვიდ პასპორტი, რომლის გაცემაც უნდა დაეწყოთ. დღემდე საზღვრები არ არის გახსნილი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

დღის ამბები