"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" თელავის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო საკრებულოს საქმიანობის ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი მხარე. ასევე, საუბარი შეეხო ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ განაწილებას და მოქალაქეთა ჩართულობას.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი - ზვიად ქორიძე, თელავის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა თელავში, სასტუმრო Holiday Inn - Telavi-ის ახალ საკონფერენციო სივრცეში გაიმართა.