17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
სააკაშვილის პარტია თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებას არღვევს - ენმ ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტს უყენებს

"ნაციონალური მოძრაობას" თბილისში ორის ნაცვლად, მაჟორიტარობის სამი კანდიდატი ეყოლება. ოპოზიციის შეთანმხება თბილისზე შესაძლოა დაირღვეს. ენმ აპირებს ისნის მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი დაუყენოს გიორგი ვაშაძეს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი იყო.

დედაქალაქი ერთადერთი ადგილია, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა. "ნაციონალები" გადაწყვეტილებას ვაშაძის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატის დატოვებით ხსნიან, თუმცა ეს არგუმენტი დანარჩენი ოპოზიციისთვის საკმარისი არ არის.

თავად "ახალი საქართველოს" ლიდერი არ ფიქრობს, რომ ოდესმე შეთანხმება დაარღვია და ყოფილი თანაგუნდელებისგანაც იგივეს ელის. ხოლო, თუ საქმე იქამდე მივა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იდეას ხორცსაც შეასხამს, შეცდომად ჩათვლის, თუმცა მზადაა მათზეც გაიმარჯვოს.

დღის ამბები