17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ახალი კამპანია ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად - "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა

"ნაციონალური მოძრაობა" ახალ კამპანიას იწყებს. პარტია დახმარებას სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. "ნაციონალური მოძრაობა" აამოქმედებს ცხელ ხაზს, რომელიც ყველა ადამიანს გაუწევს კონსულტაციას.

"დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ემიგრანტებისათვის - "ემიგრანტები სამშობლოსთვის" და ეს კამპანია მოიცავს FACEBOOK-ში და სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენი ემიგრანტების დახმარებას იმისათვის, რომ მათ მოახდინონ საარჩევნო სიებში რეგისტრაცია შესაბამის საკონსულოებში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. გარდა ამისა, გავხსნით ცხელ ხაზს პარტიაში, რომელიც გაუწევს თითოეულ ემიგრანტს კონსულტაციას, თუ როგორ უნდა მოახდინოს საარჩევნო უფლებების რეალიზება," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები