17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
რუსეთის მხრაიდან რამდენიმე კრიტიკული წითელი ხაზია გადალახული, ლავროვის განცხადებები კონტექსტიდანაა ამოვარდნილი - ანალიტიკოსები

ანალიტიკოსები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პოლიტიკურ გზავნილებს კონტექსტიდან ამოვარდნილად მიიჩნევენ. გარდა ამისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი იაზრებს იმ ფაქტს, რომ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვებმა დიდად შედეგი ვერ გამოიღო და საჭიროა სხვა პოზიციონირება.

"ლავროვის ამ განცხადებაში რა უნდა ამოვიკითხოთ, ეს არის მიდგომა, რომ რუსეთი არაფერს არ ერჩის ქართველ ხალხს, მას აქვს პრობლემა საქართველოს მთავრობებთან. შარშან 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენები მათ დააბრალეს ძირითადად სალომე ზურაბიშვილს. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ფრენების აკრძალვამ და ზომების გამკაცრებამ მათი მხრიდან, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის შემდგომ მოვლენებს, არ გაამართლა. მათთვის უკეთესი იქნება ის რეჟიმი, რომელიც იყო 20 ივნისამდე, ინტენსიური ურთიერთობები ხალხს შორის, ტურისტების მასობრივი ჩამოსვლა და კულტურული ღონისძიებები. როგორც ჩანს ეს გაიაზრეს," - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა თორნიკე შარაშენიძემ.

"რბილად რომ ვთქვათ, ის კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. ვიმეორებ, არ შეიძლება ქართულ მხარეს რაიმე საწინააღმდეგო ჰქონდეს ნორმალური სავაჭრო ურთიერთობებისა, ავიამიმოსვლისა, ჰუმანიტარული საკითხების დალაგებისა, მაგრამ რა ვუყოთ ისეთ ვითარებას, როდესაც რამდენიმე კრიტიკული წითელი ხაზი არის გადალახული. როდესაც რუსეთი საუბრობს ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენაზე, თვით დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების ჩათვლით, რა ბედი ეწევა ოკუპირებული ურთიერთობების აღიარების საკითხს, ეს ერთი წითელი ხაზი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ზოგადად რუსეთი როგორ ხედავს მის სამეზობლო პოლიტიკას ე.წ. ყოფილ პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან," - აღნიშნა ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა. 

საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებიდან 13 თვის შემდეგაც, რუსეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის ივლისში თავად დააწესეს. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გამარტივების სურვილს ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს. სერგეი ლავროვი გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკური დიალოგის კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენაზეც, რომლის წინაპირობაც რუსი დიპლომატის თქმით, გაუმჯობესებული ეპიდვითარება უნდა გახდეს.

ახალ გზავნილში კრემლი ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ინიცირებულ კურსს 2012 წელს, რომ გადაიდგას ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა ამ ფონზე საქართველოს, როგორც პარტნიორს კრემლი მიზნებს უწუნებს.

დღის ამბები