17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
"მაქსიმალურად ვეცდებით საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კვლავ იქნება მოწყვლადი ვირუსით, მივეხმაროთ" - ბექა ლილუაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ბავშვთა ხელისუფლება მომავალშიც ეცდება, დაეხმაროს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კვლავ იდგება ვირუსით გამოწვეული პრობლემების წინაშე. 

ლილუაშვილი აქვე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის კვლევის მეორე ნაწილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა და დინამიკა პოზიტიურად იცვლება.


"ბავშვთა სიღარიბის ნაწილი ყოველთვის წარმოადგენდა ამ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავ მიმართულებას და იცით, რომ ჩვენ უკანასკნელი ცვლილებით 5-ჯერ გავზარდეთ მოწყვლადი ბავშვების მხარდაჭერა და ამას ჰქონდა არსებითად დიდი გავლენა ბავშვთა სიღარიბის ნაწილზე. დღეს როდესაც ჩვენ ვდგავართ კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ეს ეფექტები მაქსიმალურად შევზღუდოთ. თუ დავინახეთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა და დინამიკა პოზიტიურად იცვლება, რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული იქნება სამუშაო ადგილების აღდგენასთან, შემოსავლების დონის აღდგენასთან და ა.შ. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კვლავ იქნება მოწყვლადი ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებისგან, მათ მივეხმაროთ. დღეს კვლევის მეორე ნაწილი ეთმობოდა სოციალური დაცვის სისტემის მზაობის შეფასებას და ამ ნაწილში კვლევამაც დაადასტურა, რომ დღევანდელი სოციალური დაცვის სისტემა სრულფასოვნად მზად არის იმ გამოწვევებისთვის, რაც მას დღეს უდგას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ეს კონკრეტული მხარდაჭერა გახდება სისტემური, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თგუ ამის საჭიროება იქნება,“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ ნათქვამია, რომ 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად, შოკის დონის მიუხედავად.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს.

დღის ამბები