03 მაისი 2024,   22:11
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხულოს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ხულოში მხარდამჭერებს შეხვდა და ხულო, შუახევის ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და ადგილობრივ პრობლემებზე ისაუბრეს, ცვლილებების აუცილებლობაზე და მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს სამომავლო ხედვა გააცნეს.

"მე ვამაყობ ხულოელებით" - ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა. 

"უმუშევრობისგან, სიღარიბისგან, უპერსპექტივობისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ოქტომბრის არჩევნებია. ხულოს ძალიან ძლიერი კანდიდატი ჰყავს, ადამიანი რომელიც ამ საზოგადოების ნაწილია. ის პარლამენტში მისივე რაიონის ფეხზე დასაყენებლად მოვა,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ. 

 

 

 

დღის ამბები