ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობას "სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი ბრიფინგით გამოეხმაურა. თეონა აქუბარდიამ, როგორც ქართულ მხარეს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს გააქტიურებისკენ და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
"მოვუწოდებთ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს, გაათავისუფლონ ჩვენი მოქალაქეები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს საერთაშორისო პარტნიორები და შეიმუშაოს პოლიტიკა იმისათვის, რომ ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან დავიცვათ,"- აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თონა აქუბარდია.