საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, ფრენები რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს არ შეუწყვეტია.
"რუსეთთან ფრენების აღდგენა რუსეთის ფედერაციაზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში," – განაცხადა გიორგი გახარიამ.