17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
არჩევნების წინ გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნა - პროკურატურის განცხადება ე.წ. მუქარის წერილზე პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა

პრემიერ-მინისტრის მიერ ექვსი თვის წინ დასმულ კითხვას - წერილი თუ სიხარული, პროკურატურამ დღეს დასკვნით უპასუხა. 

ე.წ. მუქარის წერილზე მთავრობის მეთაურის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა - არჩევნებამდე ორი თვით ადრე, გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნა დღეს, პოლიტიკური ბრალდებების მიზეზად კიდევ ერთხელ იქცა.

ოპოზიციის განცხადებით, ამ ფაქტმა საბოლოოდ დადასტურდა, რომ პროკურატურა, მმართველი გუნდის ხელში აღმოჩენილი პოლიტიკური იარაღია.

ბადრი ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების არაკომპეტენტურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში პროკურატურას ყველა საჭირო მასალა ჰქონდა რეალობის დასადგენად. ის კვლავ ირწმუნება, რომ წერილი გიორგი გახარიას ეკუთვნოდა.

დღის ამბები