"კურიერს" ისრაელიდან შატილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მძღოლის ნათესავი დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ დაღუპული მამაკაცი გამოცდილი მძღოლი იყო და ავარია, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის გაუმართაობამ გამოიწვია.
ამავე დროს, მძღოლის ახლობელი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს მას უფლება მისცენ საქართველოში შეუფერხებლად და საკარანტინო სივრცეში მოთავსების გარეშე ჩამოსვლა შეძლონ, რათა გარდაცვლილის დაკრძალვა წესის მიხედვით შეძლონ.
"ეს ადამიანი საქართველოში სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი ადამიანი მათთან სახლში არ არის. ამიტომ, მინდა საქართველოში ჩამოვიდე, რათა ის წესის მიხედვით დავკრძალოთ. ჩვენ კარანტინის გავლა გვიწევს, თუმცა მთავრობას ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი და არ გახდეს საჭირო კარანტინის გავლა,"- აცხადებს დაღუპულის ნათესავი ირაკლი მეტრეველი.