საქართველო შატილის გზაზე დაღუპულებს გლოვობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღევანდელი დღე გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
მთავრობის ხელმძღვანელის განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე - მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე - სახელმწიფო დროშები ღამის 12 საათიდან დაეშვა. გადადებულია გასართობი და მუსიკალური ღონისძიებებიც.
ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიას შატილის გზაზე 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია.