17 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
"ვგლოვობთ შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დროშა დაუშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დროშა დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

"ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს," – ნათქვამია განცხადებაში.

შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები