17 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
გიორგი ვაშაძე 4 წლის წინ დაკარგული ქალის საქმის გამოძიებას ითხოვს

”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი  4 წლის წინ დაკარგული ქალის ოჯახის წევრებთან ერთად გამართა.

24 წლის რუსუდან ახალბედაშვილის დედა საქმეში არსებულ ბუნდოვან გარემოებებზე საუბრობს.

მისი თქმით, გამოძიებას არ ამოუღია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მობილური ტელეფონი და პირადი კომპიუტერი.

ასევე, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ფეხსაცმელი, რომელზეც ძალადობის კვალი ფიქსირდება.

დედა ამბობს, რომ საქმეზე გამომძიებლებს არ დაუკითხავთ. 24 წლის რუსუდან ახალბედაშვილი 2016 წელს გაუჩინარდა.

"მივმართავ გახარიას, რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა მსგავსი საქმეების გამოძიება. უამრავ კითხვაზე არ არის პასუხი. დასაკითხია ის ოჯახი, სადაც ეს გოგონა იყო ბოლოს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები