თეატრები და კინო-თეატრები იხსნება. გამკაცრებული რეგულაციების მოხსნის შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, თეატრები და კინო-თეატრები 15 სექტემბრიდან გაიხსნება.
"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კინო-თეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ კინო-თეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე ორი კვირის ინტერვალით 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები," - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.